saqarTvelos uReltexilebi - zesxos uReltexili
ტერიტორიული ერთეული | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2562 მ |
ქედი | ზესხოს ქედი |
უღელტეხილი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ზესხოს ქედზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2562 მ. ზესხოზე გამავალი სასაპალნე გზა აკავშირებს ცხენისწყლისა და ზესხოს (ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი) ზემო დინებათა ხეობებს. ზესხოს მიდამოები აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით.